2023 წელს სუბსიდირებული იპოთეკა 1,098 ოჯახს დაუმტკიცდა – სტატისტიკა

2023 წელს სუბსიდირებული იპოთეკა 1,098 ოჯახს დაუმტკიცდა – სტატისტიკა

სუბსიდირებული იპოთეკა 2023 წელს 1,098 ოჯახს დაუმტკიცდა, – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა, შემდგომ კი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამად გადაკეთდა. ოჯახებს რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ან ჰყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი, სუბსიდირებული იპოთეკის აღება შეუძლიათ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ პროგრამას ჯამში 5 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავს, რომელთა სუბსიდიაზეც 33.9 მლნ ლარი გაიცა.

“სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებში დადასტურდა 1 098 იპოთეკური სესხი (მათ შორის 35 რეფინანსირების განაცხადი). სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 135.7 მლნ ლარს (მათ შორის რეფინანსირებული სესხების ჯამური მოცულობა – 4.5 ლარს). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გაიცა 4 831 ბენეფიციარზე 33.9 მლნ ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

წლების მიხედვით, სუბსიდირებული იპოთეკის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტები და დახარჯული თანხები ასე ნაწილდება:

  • 2021 წელი – 665 დამტკიცებული სესხი, ყველა ბენეფიციარზე დახარჯული თანხა 2 მლნ ლარი;
  • 2022 წელი – 3,068 დამტკიცებული სესხი, ყველა ბენეფიციარზე დახახარჯული თანხა 18.8 მლნ ლარი
  • 2023 წელი – 1,098 დამტკიცებული სესხი, ყველა ბენეფიციარზე დახარჯული თანხა 33.9 მლნ ლარი;

რას აფინანსებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა:

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს ან ახალდაბადებული შვილის მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ და ძველ აშენებულ პროექტებში ასევე სახლის მშენებლობისთვის.

რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.

200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:

  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი შვილი შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩაერთოს 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც, თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

სუბსიდირების პროცენტი დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

  • თუ მსესხებელს ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის, ან აყვანილი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.
  • თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი და 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა შვილი ან შვილად აიყვანა ბავშვი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%-ს, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…